logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ რეგიონებში რუსულ მილიტარიზაციაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ რეგიონებში რუსულ მილიტარიზაციაზე განცხადებას ავრცელებს
19:40 16.07.2012
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო  ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო პოლიტიკური უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.

„სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის ფედერაციის სათავეში მყოფ რეჟიმს არაფერი არა აქვს შესათავაზებელი კავკასიისათვის გარდა კრიმინალურ-მაფიოზური მმართველობისა და მილიტარიზაციისა“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რეალობა სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს კავკასიის სახელმწიფოებისთვის, კავკასიის ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის.

სამინისტროს განცხადებით, 11 და 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩავიდა, სადაც „ინსპექტირების" მიზნით მოინახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ბაზები და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 2008 წლის სცენარით მიმდინარეობს გამუდმებული სამხედრო წრთვნები როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები „კავკასია-2012".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა