logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
10:40 24.05.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (რიიგიკოგუ) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ვიტსუტი ხელმძღვანელობს.

ტომას ვიტსუტის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს ესტონეთის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატვა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს. ამ კონტექსტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქართველ კოლეგა პარლამენტარებთან. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს, ვიზიტების ურთიერთგაცვლის მაღალ ინტენსივობასა და უპრეცენდენტოდ აქტიურ უწყებათაშორის თანამშრომლობას. მან განსაკუთრებით გამოჰყო ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ესტონეთს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში, რომელთაგან ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად აღინიშნა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ესტონურმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონურ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების როლი დასახული მიზნების მიღწევაში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის, ექსპერტული დახმარების და პროექტებში მონაწილეობის გზით.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო ესტონურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ვითარება და საგარეო-პოლიტიკური გამოწვევები. ტომას ვიტსუტმა გაუზიარა ქართულ მხარეს დელეგაციის შთაბეჭდილებები საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება არსებული ვითარების მიმართ. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელსაც ის იჩენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონური კონტრიბუციისთვის და გააცნო ის აქტიური მცდელობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა