logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
10:31 24.05.2018
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი და მიღება გამართა. ღონისძიება ქ. ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ "Lansdowne Club"–ში ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა.

საქართველოს ელჩმა თავის სიტყვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობაზე და მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამდროვე ქართულ სახელმწიფოს. მან ასევე, ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.


"1918 წელს, რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოიქმნა როგორც უნიკალური ექსპერიმენტი. საქართველო იყო პირველი ევროპული სოციალურ დემოკრატიული, მრავალეთნიკური სახელმწიფო, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით, სადაც გარანტირებული იყო ქალთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თავისუფლებისა და თანასწორობის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა" - აღნიშნა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა.

თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა დიდი ბრიტანეთის წვლილი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, ისაუბრა ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მან ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ქართულ მხარეს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა ქ. სოლსბერიში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. სერ ალან დანკანმა, ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

კულტურული პროგრამა წარმოადგინა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ქართულმა ცეკვის ანსამბლმა "ფესვები", სამხატვრო სტუდიამ "გონიერი" და ბრიტანულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "მასპინძელი".

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ლონდონში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, მედიისა და საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოღლი, საქართველოში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლი, პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის დელეგაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა