logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გაიმართა
აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გაიმართა
17:47 23.05.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.



“მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივ გამოფენას-ფოტოგამოფენას, ფერწერული ნამუშევრების გამოფენას და ვმასპინძლობთ ძალიან ნიჭიერ ბავშვებს, რომელთა მიერაც არის შესრულებული ეს ნამუშევრები. ამ ნამუშევრებში არის ჩადებული ის განცდა, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს გულში - ეს არის არა მხოლოდ იმ ადამიანების განცდა, რომლებსაც მოუწიათ აფხაზეთის დატოვება, ჩვენი ისტორიული, მშობლიური კუთხის დატოვება, არამედ, ეს არის თითოეული ქართველის განცდა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვატარებთ გულით. ეს არის მონატრების განცდა, ეს არის ჩვენი ოცნება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს და ერთხელ აუცილებლად უნდა ასრულდეს ის მიზანი, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ქვია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი, ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ოცნება და მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოცნება აუცილებლად ასრულდება და ამის ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ახალი თაობა, რომელიც იქნება საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ჩვენი ოცნება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, უმთავრესი ეროვნული ამოცანის მისაღწევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.



გამოფენა „ჩემი სახლი აფხაზეთში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გახსნა.



„უღრმესი მადლობა ყველას, რომ ასეთ ამაღელვებელ ღონისძიებაში იღებთ მონაწილეობას. არ შეიძლება, რომ სულში არ გეჯდეს რაღაც და ასე კარგად გადმოსცე ფოტოთი თუ ნახატით სიყვარული იმ ადგილის, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გინახავს. ეს არის გარანტია და ამავე დროს სიმბოლო იმის, რომ ეს ბავშვები, რომლებსაც თავიანთი სახლი არ ახსოვთ და მშობლებისგან იციან გადმოცემით, აუცილებლად დაბრუნდებიან იმ ადგილას. ამის იმედით, ჩვენ მრავალ მსგავს ღონისძიებას მოვაწყობთ და მრავალჯერ ვეტყვით საზოგადოებას, რომ არც ერთი წუთი ჩვენ ჩვენი სახლი არ უნდა დაგვავიწყდეს - აფხაზეთი ჩემი სახლია“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის მეორე საშუალო და ვეკუას სახელობის მესამე საშუალო სკოლის მოსწავლეებს გამოფენაში მონაწილეობისთვის.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა დ ა 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეს დღე აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.



პარლამენტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მიმართა.



„ძვირფასო ბავშვებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თქვენი სამშობლოა, ყველა მისი კუთხე არის მასპინძელი, როდესაც გადაწყვეტთ რომ ჩახვიდეთ. მაგრამ თქვენ ხართ მასპინძლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ადრე თუ გვიან თქვენ უნდა უმასპინძლოთ ყველა დანარჩენს. კიდევ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, ის ემოცია, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უნდა გარდაიქმნას კონკრეტულ საქმეში. თითოეული თქვენთაგანს გულში უნდა გქონდეთ მისალმებისა თუ დამშვიდობების დროს - შეხვედრა სოხუმში, შეხვედრა გაგრაში, შეხვედრა მთლიან აფხაზეთში“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება არ არის ერთი რიგითი ღონისძიება, რომელიც ბავშვების უნიჭიერესი ნახატებით ახსენებს ყველას, რომ დღეს აფხაზეთის დღეა. „აფხაზეთის დღე არის ყოველთვის და ეს გახსოვდეთ, სადაც არ უნდა სწავლობდეთ და როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მომავალი და რა პროფესიასაც არ უნდა დაეუფლოთ“-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.



სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ მიმართა და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კავშირის შენარჩუნება აფხაზეთთან.



„ამ პატარებს საკუთარი მომავალი აფხაზეთის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი. მე მჯერა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მომავალი იყოს აფხაზეთთან ერთად და ეს არ იყოს მარტო ემოციური კავშირი აფხაზეთთან, რომ ეს იყოს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანის რეალიზება, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.



ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართეს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა