logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
13:12 23.05.2018
22 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.

მხარეებმა შეაჯამეს მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შედეგები. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის დესტრუქციულ მიდგომის შედეგად, წინა რაუნდზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ძალის არგამოყენების საკითხზე. საუბარი შედგა ასევე მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.



განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და იქცა გარკვეულ ტენდენციად. როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ისე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღუსრულებლობა ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ახდენს ქართველების მიმართ ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებების წახალისებას ოკუპირებულ რეგიონებში. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი ფაქტების დროული და სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, მომავალში ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.



განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების, აგრეთვე ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.



შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა.



საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციითა და სამხედრო წვრთნებით.



აღინიშნა საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიური შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმების მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დანარჩენი საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქტის შეტანაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების ჰუმანიტარულ მდგომარეობას.



აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებასა და ეთნიკური იდენტობის შეცვლას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველების ეთნიკური ნიშნით კატეგორიებად დაყოფის შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონების ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხზე.



აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაციას. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, 44-ე რაუნდი 2018 წლის 19-20 ივნისს გაიმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა