logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
10:22 23.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

უშიშროების საბჭოს დებატები პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებს დაეთმო. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონეთს უშიშროების საბჭოს ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევისთვის. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყურადღება გაამახვილოს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას, გაეროს წვერი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა რომ პოლონეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ინფორმირებულია ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას დაგეგმილი ვიზიტის გამო. როგორც ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, ეს გახლავთ პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულება.

მინისტრებმა ისაუბრეს ნატოს ბრიუსელის სამიტზე, ხაზი გაესვა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატოს მოახლოებულ სამიტზე და საქართველო წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამის ფორმატში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული "ევროინტეგრაციის საგზაო რუკის" შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და მეტ ფიზიკურ დაახლოებას ევროკავშირთან.

პოლონურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გაუზიაროს საქართველოს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება, რაც წარმატებით ხორციელდება უკვე "თბილისის კონფერენციის" ფარგლებში. მიხეილ ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და თავის მხივ გამოთქვა მზადყოფნა ეწვიოს პოლონეთს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა