logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
10:14 23.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება კარგი წინაპირობაა იმისა, რომ საბოლოოდ, ერთიანი კანონპროექტის შემუშავება მოხერხდება. მისი თქმით, საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება და კონკრეტიკასთან დაკავშირებული საჯარო განცხადებები ამის შემდეგ გაკეთდება.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.


"დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთადერთი განსახილველი თემა და შეიძლება ითქვას, რომ მოხდა პოზიციების დაახლოება ანუ საბოლოო სახით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება მთელი თავისი შინაარსით, თუმცა, მოხდა პოზიციების დაახლოება, რაც არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისა, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ ჩვენ ერთიანი კანონპროექტის შემუშავებას. არის ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნილი. ვადებში ჩვენ ვართ, როგორც მოგეხსენებათ შეზღუდული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ივნისის დასაწყისამდე მოხდება აუცილებლად ინიცირება კანონპროექტის, საკითხის განხილვა დაიწყება ჯერ საკომიტეტო ფორმატში და ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიამდე, ანუ ივნის-ივლისში უკვე საბოლოოდ მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი. ეს არის ჩვენი ამოცანა. საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოზიცია უკვე უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სავარაუდოდ და ამის შემდეგ უკვე გაკეთდება საჯარო განცხადებები კონკრეტიკასთან დაკავშირებითაც",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, კანონპროექტი უკვე არსებულ დოკუმენტს დაეფუძნება თუ ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება - ეს ტექნიკური დეტალებია.
"ეს ყველაფერი არის ტექნიკური დეტალები. ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჯეროთ ძირითადი პრინციპები, კონკრეტული დეტალები და ამის საფუძველზე უკვე მივიღებთ კონკრეტულ კანონს. დანარჩენი უკვე ტექნიკური დეტალებია, რომელიც, ალბათ, საზოგადოებისთვის, ალბათ, ნაკლებად არის საინტერესო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად, საკითხის ირგვლივ გუნდში არსებული სხვადასხვა მოსაზრებები მოისმინა.



"დღეს ბატონმა ბიძინამ არსებითად მოისმინა სხვადასხვა პოზიციები. სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ისიც იყო, რა თქმა უნდა, ჩართული დისკუსიაში, ისიც გამოთქვამდა, რა თქმა უნდა, თავის მოსაზრებებს, თუმცა, არსებითად, ის ისმენდა იმ პოზიციებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი გუნდში, სხვადასხვა მოსაზრებები იყო გაჟღერებული და ამის საფუძველზე, მთლიანობაში, ჩამოყალიბდება ერთიანი პოზიცია. რაც მთავარია, მოხდა ამ პოზიციების დაახლოება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ეს დისკუსია წარიმართებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლის მიმართ კანონმდებლობა ჰუმანური, ხოლო რეალიზაციის მიმართ - მეტად გამკაცრებული იყოს.

"ჩვენ გვაქვს ყველას ერთი და იგივე მიდგომა-აქ ვერ იქნება ვერანაირი ლიბერალური ან რადიკალური პოლიტიკა. აქ ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპებზე შევჯერდეთ და პრინციპი არის ჩვენი გუნდის მხრიდან გაცხადებული და პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლის მიმართ, როგორც ასეთი, და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული პოლიტიკა რეალიზაციის თვალსაზრისით. ეს არის საერთო პრინციპები. აქ არ არის საუბარი ლიბერალურზე თუ რადიკალურზე, ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეამცირებს, პირველ რიგში, ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში-ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ამოცანა, და მეორე, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ზოგადი ამოცანა და ამ პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით. აქ არ არის საუბარი ლიბერალურ თუ რადიკალურ მიდგომაზე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე შეფასებით, "ლეგალიზება" სახიფათო ტერმინია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სფეროს სათანადო რეგლამენტაცია სჭირდება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.


"ლეგალიზება, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ცოტა სახიფათო ტერმინია. ლეგალიზება შეიძლება დავარქვათ იმას, რაც ხდება ჩვეულებრივ პროდუქტებთან დაკავშირებით. აქ არის კონკრეტული მოცემულობა ჩამოყალიბებული, მოცემულობა არის ჩამოყალიბებული განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ჩემი დამოკიდებულება მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა ამ სფეროს სათანადო რეგლამენტაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ეს არის არსებული რეალობა. რეგლამენტაცია არის საჭირო. მთავარია, სწორად გაიწეროს ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობა და აქაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იგივე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგადად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.










~

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა