logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიებში მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიებში მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული
10:05 23.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხის განხილვის პროცესში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს, მათ შორის აქციის ორგანიზატორებიც.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები"-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი, მზად არის, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერ ფორმატში დისკუსია გამართოს.

"ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ დისკუსია ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ამ საკითხებით. არის არაერთი მხარე, არაერთი სუბიექტი, არაერთი დაინტერესებული მხარე. ყველასთან გვექნება დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ვიდრე მოხდება კანონპროექტის წარდგენა საკომიტეტო დონეზე, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გვექნება ყველასთან, აბსოლუტურად, დისკუსია, ყველას ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები, ისინი, ბუნებრივია,იქნებიან ჩართული ამ განხილვაში, მით უმეტეს, რომ პირდაპირი დაპირება იყო გაცემული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ყველასთან ერთად, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ისეთი მიდგომა, რომელიც არის საუკეთესო ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სრული უფლება ჰქონდა, 13 მაისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, დაპირება მიეცა.


"ამ დისკუსიაში არის ჩართული ყველა. ჩვენ ვიღებთ კანონს, თუმცა, მჭიდრო ვთანამშრომლობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როცა საქმე ეხება ნარკოპოლიტიკას. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა არის, პირველ რიგში, არის აღსასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმში და ბუნებრივია, ერთად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა კანონი უნდა მივიღოთ და როგორ უნდა მივიღოთ, რა პროცესის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს კანონი.

აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბუნებრივია, ჰქონდა სრული უფლება, რომ ასეთი სახის დაპირება გაეცა აქციის ორგანიზატორებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა