„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათ
საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 57% დაუჭერს მხარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, მმართველმა პარტიამ შიდა კვლევები გაასაჯაროვა, რომელიც ივნისის თვეში, ორგანიზაცია GREENBERG QUINLAN ROZNER-ის მიერაა ჩატარებული.
კითხვაზე – მიუხედვად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 57% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ასახელებს, 31% - „ქართული ოცნებას“, 4% - ქდმ–ს, 1% - ლეიბორისტებს.
გამოკითხულთა 5%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას არჩევნებში ან პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

















