საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის ეროვნული სტრატეგიის
(NSI) წარმომადგენელთან, პოლ ჯოიალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, პოლ ჯოიალმა მიხეილ ჩხენკელს გამოცდილება გაუზიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, კიბერუსაფრთხოების კონკურსების ორგანიზების კუთხით და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელი ექპერტებით დახმარება აღუთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ტექნიკური ტრანსფერის სტრუქურის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური სფეროს დაკავშირებას ინდუსტრიასთან. მიხეილ ჩხენკელმა, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამ სტრუქტურის შექმნის მნიშვნელობას და პოზიტიურად შეაფასა ამ მიმართულებით ამერიკული მხარის მხარდაჭერა.

















