საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის კანონი
გამკაცრდება.
მისივე თქმით, მართველი პარტიის ოფისში შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებშიც იმართება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ნარკოტიკები გასღებასთან მიმართებით კანონი გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან მიმართებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში, ეს იქნება მსჯელობის თემა. რეალურად საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ადამიანი მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა წავიდეს ციხეში, უბრალოდ მსჯელობა იქნება, რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილებების შედეგად არ მოხდება ნარკომომხმარებლების რაოდენობის მატება“- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა იმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება და სადაც ნარკოპოლიტიკის შესახებ მსჯელობა იმართება.

















