logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: სახელმწიფო მდივნის მხრიდან მოვისმინეთ გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია
მიხეილ ჯანელიძე: სახელმწიფო მდივნის მხრიდან მოვისმინეთ გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია
09:35 22.05.2018
საგარო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ამის შესახებ ჯანელიძემ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროსი ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდა, მათ შორის გასულ წელს დაწყებული თანამშრომლობით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ასევე ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინისტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყანაშია განხორციელებული და ეკონომიკური შესაძლებლობებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა ამერიკული ბიზნესისთვის, რაც იძლევა საშუალებას გადავდგათ ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში.

მნიშვნელოვანი იყო განხილვები პლენარულ სესიაზე, რომელიც შეეხო ხალხთაშორის კონტაქტებს და განათლების სფეროსი თანამშრომლობას და ჩვენი ურთიერთობები რომელიც უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ასევე ჩვენ რა თქმა უნდა შევეხეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა“- განაცხადა ჯანელიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა