მიმდინარე წლის 23-24 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კო
მიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიჰაელა შტაინაკერთან.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, ამავე კომიტეტისა და საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებს, ასევე კონტროლის პალატის დასკვნითი კონტროლისა და ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროში, საჯარო სამსახურისა და სპორტის სამინისტროს ეფექტურობის ფედერალური კონტროლის სამსახურში და ფედერალური კანცლერის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტში.

















