საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს კარლ დე გუხტს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
კარლ დე გუხტის ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასული წლის ბოლოს მიიღო.

















