logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის
თეა წულუკიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის
13:29 21.05.2018
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“.
ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებდა და აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს, რომ ე.წ. სამართლებრივი გაგებით ეფექტური კონტროლი არის მისი და არა ვინმე სხვისი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეს დავა და ამ დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა. იმის თქმა, რომ იქ ეთნიკური ქართველები მოკლეს ოსებმა და რუსეთი არაფერ შუაშია, სამართლებრივად სუსტია. ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებით დაწყებული, სხვა დოკუმენტური მასალით, ვაჩვენებთ, რომ დიახ, რუსეთი წვრთნიდა იმ შენაერთებს; დიახ, რუსეთის ხელით და რუსულ კანონებზე დაყრდნობით ხდებოდა ყველა ის დარღვევა, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა. ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი სამომავლო ბრძოლაში ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა