logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძემ სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
სოფო კილაძემ სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
13:08 21.05.2018
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბრიფინგი გამართა. სტავროს ლამბრინიდისმა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, წარმოადგინა ინიციატივა „Good Human Rights Stories” (GHRS), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ 15 წარმატებული ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იქნა დასახელებული.


სოფო კილაძის შეფასებით ეს არის დიდი პატივი და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი რეფორმებისა და წარმატების აღიარება ადამიანის უფლებათა კუთხით. „ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანების თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, მათი ფინანსური გაძლიერება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იყოს უზრუნველყოფილი“, -განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით , 2012 წლის შემდეგ თვისობრივი ცვლილებები განხორციელდა ადამიანის უფლებათა მხრივ. „ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკის ამოსავალ წერტილად სწორედ ადამიანი აღიარა და ეს ჩვენი მთავარი საყრდენი განვსაზღვრეთ საქართველოს კონსტიტუციაში, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ ადამიანის ღირსება განვსაზღვრეთ როგორც უმთავრესი უფლება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას და ის არის აბსოლუტური. ჩვენ გავატარეთ რეფორმები სასჯელაღსრულების სფეროში და უზრუნველვყავით მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის ღირსეული პირობები, გავატარეთ რეფორმები პოლიციის და უსაფრთხოების სფეროებში. დღეს სახელმწიფო არ გვევლინება ძალადობის იარაღად ადამიანის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა სოფო კილაძემ. მან ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც მისივე თქმით, სახელმწიფომ მაღალ საფეხურზე აიყვანა. „ჩვენ სასამართლო რეფორმა განვახორციელეთ და ამით გავათავისუფლეთ სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისაგან. ჩვენს ქვეყანაში დაცულია საკუთრების უფლება, სახელმწიფო ბიზნესმენებს კი არ ატერორებს, არამედ ხელს უწყობს ბიზნესის გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ სერიოზული გარდატეხა მოვახდინეთ სოციალური უფლებების დაცვის სფეროში“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილი, და რეფორმების კვალდაკვალ უნდა აღვნიშნოთ ის სერიოზული გამოწვევები, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში. პირველ რიგში, სიღარიბე და უმუშევრობა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, წარმატებული რეფორმები ქვეყანას მიიყვანს ღირსეული ადგილის დამკვიდრებამდე ევროპულ ისტორიულ ოჯახში. „ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება , მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.


ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში დოროტა დლოუხი სულიგას განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ინიციატივაში, რომელიც არის გლობალური კოალიცია ადამიანის უფლებებისათვის. „ეს კოალიცია ითვალისწინებს წარმატებული მაგალითების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება სხვისი წარმატებული მაგალითების მოსმენა თვითონ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კოალიციის წევრები არიან“- განაცხადა დოროტა დლოუხი სულიგამ.


ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმ სტანდარტების დაფუძნება და გამყარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დააახლოებს.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ადმიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აქვს გარკვეული წარმატებები, რომელთა გაზიარებაც ქვეყნებს შორის კარგი იქნება. მან ისაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ. „საქართველო მაშინ გახდება ყველაზე კარგი ადამიანის უფლებების ექსპორტიორი ქვეყანა, თუ ეს მუდმივი განვითარების პროცესი ყოველდღიურ მამოძრავებელი ზალა იქნება“ , - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა