პარტია „თავისუფალი საქართველო“ აცხადებს, რომ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრები - სალომე სარალიძე და ომარ სადღობელაშვილი, რომლებიც
ზესტაფონის „ფეროსა“ და „საქართველოს ბანკის“ დაცვის განყოფილებაში მუშაობდნენ, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანიების ხელმძღვანელები გათავისუფლების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ ან აბსურდულ პასუხებს იძლევიან.
პარტიის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრები მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულება გახდა.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მომხდარი ხელისუფლების კერძო ბიზნესზე გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
პარტია აღნიშნულ ფაქტს გმობს და გათავისუფლებულების სამსახურებში აღდგენას მოითხოვს.

















