საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დემოკრატიის, ადამიანის
უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პროგრესი დადებითად ფასდება.
მისივე თქმით, ასევე პოზიტიურადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით.
„პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით, დადებითად ფასდება.
ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის და ზედამხედველობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-სმხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში თანაზომიერად ჩაითვალა და პოზიტიურადიყო შეფასებული.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრასუმასპინძლა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მხარეებმაპარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგია და გეგმები განიხილეს.
დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება“- განაცხადა თალაკვაძემ.

















