logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ეს შენ გეხება“ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს
„ეს შენ გეხება“ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს
16:44 16.07.2012
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.
კამპანიაში მიაჩნიათ, რომ გარკვეული შეთანხმების მიღწევა პარტიებს შორის სამართლიანი კონკურენტული და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის პრინციპი საკმარისი არ არის პროცესების რეალურად გაჯანსაღებისთვის და საჭიროა, რომ როგორც ხელისუფლებამ ისე, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმდნენ.
კამპანიაში შემავალ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება, არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა, ასევე, არ უნდა მოისყიდონ ამომრჩევლი და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ასევე, კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების, უნდა უზრუნველყონ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედია საშუალების თანაბარი სამუშაო პირობები, არ დაუშვან ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ასევე, ხელი შეუწყონ მედიასაშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელთა განმარტებით, სახელმწიფო უწყებებმა თავის მხრივ უნდა იმოქმედონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით, უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიეტქების მიმართ, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას. ასევე, მეტი აქცენტი გააკეთოს დარღვევების პრევენციაზე ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე.
როგორც კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება დროულად და მხარეების მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს, ხოლო შეთანხმების პრინციპები მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან არ უნდა იყოს ნაკარნახევი.
კამპანიის მონაწილეები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ პარტიებს შორის შეთანხმების პროცესში მედიატორის როლი შეასრულონ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა