საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი
ბარამიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.
ბარამიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს, რომელიც სტრატეგიული გადაწყვეტილების კვლევის ცენტრის ორგანიზებით 16-18 ივლისს რომში იმართება.
კონფერენცია იტალიის პრეზიდენტის, ჯორჯიო ნაპოლიტანოსა და იტალიის თავდაცვის მინისტრის, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას პატრონაჟით იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები.
იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები მონტენეგროს თავდაცვის მინისტრთან, ნატო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრსა და იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან.

















