logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს მექანიზმების დაშვება
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს მექანიზმების დაშვება
15:32 18.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში, რომელსაც დანია მასპინძლობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იცავდნენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რომელიც დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს და მათ შორის არის რუსეთის ფედერაცია, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს.

„მომავალ წელს 70 წელი სრულდება ევროპის საბჭოს დაფუძნებიდან, ამ პერიოდის განმალობაში წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ეს არის ის პრინციპები, რომელსაც უნდა იცავდეს ყველა წევრი ქვეყანა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ ვალდებულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს ამ ორგანიზაციისა“ - განაცხადა ჯანელიძემ მინისტერიალის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და საქმიანობა გააგრძელოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ის ეფუძნება. „ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებს ორგანიზაცია. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტიტუტების დაშვება რეგიონში, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილზე. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ამ რეგიონებში“ - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. მათ შორის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

მინისტრმა ასევე შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გეგმის შესრულების თავლსაზრისით, რაც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც მხარდაჭერილია წევრი ქვეყნების მხრიდან და აისახება საქართველოს წარმატებულ საქმიანობაში ევროპის საბჭოში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა