პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვების სროლას შეწყვეტენ, პოლიტიკური
პარტიების ქცევის დეკლარაციის მიღება საჭირო აღარ იქნება.
„ჩვენ ბანდასთან არანაირ ხელშეკრულებებს არ ვაფორმებთ. თუ რამე ექსცესი ხდება, მხოლოდ მათი მონაწილეობით. ვიცი რა პრეზიდენტის დონე, დარწმუნებული ვარ, რომ პირადად მისი დავალებით ხდება ამ ქვების სროლა ოპოზიციასთან შეხვედრებზე“ - განაცხადა ბაღათურიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები უარს აცხადებენ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით.

















