logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაცია „People in need“-ის წარმომადგენელს შეხვდა
ზაზა გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაცია „People in need“-ის წარმომადგენელს შეხვდა
21:58 17.05.2018
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეხვედრა გამართა საერთაშორისო ორგანიზაცია People in need საქართველოს პროგრამების მენეჯერთან, ნანა ყურაშვილთან.



საერთაშორისო ორგანიზაციის ქართველმა წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, როგორიც არის მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა, ადგილობრივი არასამთავრობო ორანიზაციების გაძლიერება.



„People in need“ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე, საქართველოს რეგიონებში. აღსანიშნავია მათი მხარდაჭერით განხორცილებული რამდენიმე წარმატებული სოციალური პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებმა საკუთარ პროგრამულ ბიუჯეტშიც ჩასვეს და რომელსაც რეგულარულად ახორციელებენ. ეს ეხება მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, დევნილების მხარდაჭერას და ა.შ.“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. მისი შეფასებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის ეს ორგანიზაცია იქნება სასარგებლო პარტნიორი იმ ამოცანების სრულყოფის თუ გამოწვევების გადაჭრის საქმეში, რომელიც აქვს რეგიონებს. „კომიტეტი განსაზღვრავს პოლიტიკას რეგიონებისა და თვითმმართველობის მიმართულებით. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობა იმ სუბიექტებთან, რომლებიც კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მაღალი კომპეტენციის პირობებში, ხელისუფლების პარტნიორები იქნებიან გამოწვევების დაძლევის პროცესში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი გააღრმავებს თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან, რომელსაც დონაციის და შემოწირულობების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა