logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: მჯერა, რომ ერთად დგომით შევძლებთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას
სოფო კილაძე: მჯერა, რომ ერთად დგომით შევძლებთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას
13:03 17.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ღირებულებების თვალსაზრისით საქართველო ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილია.
მისივე თქმით, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია.

„არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაესი კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას.
მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება.

იმავდროულად, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას“- ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა