logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
10:26 17.05.2018
ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის მონაწილეობით.

შეხვედრა მიეძღვნა 2018 წლის ბრიუსელის სამიტის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებებში. წევრი ქვეყნების მიერ აღინიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ნატო-ში წევრობასთან.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების გამო.

მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში მიღწეული შედეგები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერების კუთხით. წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები მიესალმნენ საქართველოს თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩართულობის შემდგომ ამაღლებას. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსის ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა იქნება ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში ნატო-ს ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა