logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებს შეხვდა
17:03 16.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან და ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან კასიმ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.



შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ მის შემდგომ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.



მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოითქვა ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მზადყოფნა საპარლამენტო კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების ფორმატებში.



მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორივე ქვეყნის სწრაფვას განვითარებისა და რეფორმების მიმართულებით. შეხვედრაზე ყაზახური მხრიდან გამოიხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება ჯანდაცვის, სამოქალაქო მომსახურების, საგზაო პოლიციის და სხვა მრავალი მიმართულებით გატარებული რეფორმების მხრივ, როგორც აღმასრულებელი, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების კუთხით.



თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყაზახეთის როლს რეგიონის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, ასევე ქვეყნის განვითარების შთამბეჭდავ დინამიკას, რაც სანიმუშოა რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.



განსაკუთრებით აღინიშნა ყახაზეთის დადებითი როლი რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც ყოველთვის ეფუძნება საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დაცვასა და პატივისცემას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასებს საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობა.



ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მიღწევები როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საგარო პოლიტიკური მიმართულებით. მან დადებითად შეაფასა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს მმართველობის ახალი მოდელის ეფექტურ იმპლემენტაციაში.

მხარეებს შორის გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეუყონ ხალხთაშორის და კულტურულ კავშირების, განსკუთრებით კი ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის. ამ მხრივ გამოიხატა დაინტერესება საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.



ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2018-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამას. მინისტრი მონაწილებას მიიღებს ასტანას ეკონომიკურ ფორუმში.



ასევე, ასტანას მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელთან დაკავშირებით კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგება ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი. საღამოზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა