საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვლის შეფასებით, არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ
კვლავ მაღალი რჩება.
ამის შესახებ გაბაშვილმა NDI–ს მიერ პარტიების რეიტინგების კვლევების შეფასებისას აღნიშნა.
„ჩვენ მადლობელი ვართ ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერისთვის, ჯერ კამპანიაც არ დაგვიწყია. ეს კვლევა ემთხვევა სხვა კვლევების მონაცემებს, სადაც არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთაგან ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, NDI–ს კველვებმა აჩვენა, რომ მთავარია მეტი კონცენტრირება მოახდინოს მმართველმა ძალამ იმ საკითხებზე, რომელიც ხალხისთვის მნიშვნელოვანია.
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის პარტიების რეიტინგების კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, ხოლო 18% - „ქართულ ოცნებას“.
გამოკითხვა 4–დან 22 ივლისს ჩატარდა, რომელშიც მონაწილება საქართველოს მასშტაბით 6 000 ადამიანზე მეტმა მიიღო.

















