logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა “Freedom House”-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი შეცდომა “Freedom House”-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება
15:49 16.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „Freedom House”-ის მიერ ანგარიშში მოყვანილი მცდარი ფაქტების გასწორება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორი იყო ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებსა და შეცდომებზე მითითება.

ირაკლი კობახიძის აზრით, შეცდომები „Freedom House”-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.



„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები “Freedom House”-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. ეს არ არის, მე ვფიქრობ, Freedom House”-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას „Freedom House”-ს: ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House”-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება, ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა