დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან
დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობაა.
მისივე თქმით, ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს.
„გუნდში არის აზრთასხვადასხვაობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური, შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. თუ როგორ და რა ფორმით, ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა იქნება. ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდება, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს, დავიცვათ ისინი ნარკოტიკებისგან.
უმკაცრესი ზომები უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა კალაძემ.

















