logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ
პრემიერი: ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ
11:43 16.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოაცხადოს.
პრემიერი იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის თაობაზე კონსენსუსი იქნება მიღწეული.
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ.
მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი.
მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა