logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყაზახეთის საიმედო პარტნიორია როგორც რეგიონში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყაზახეთის საიმედო პარტნიორია როგორც რეგიონში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე
14:21 16.05.2018
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა ყაზახ კოლეგასთან კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრის დროს.



მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად და გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო, სავაჭრო და ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ყახაზეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - თითქმის ყოველ წელს ორმაგდება.



მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც მიმდინარე წელს გასამმაგდა. საქართველოდან ყახაზეთში ექსპორტმა 90%-ს მიაღწია, ასევე გაოთხმაგდა ყახაზეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყაზახეთსა და საქართველოს შორის სატრანზიტო და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.



როგორც ყახაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კაირატ აბდრახმანოვმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ყაზახეთისთვის საიმედო პარტნიორია რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე. „ყაზახეთის კურსი საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით უცვლელია“-აღნიშნა მან. მისივე განცხადებით, საქართველო ყახაზეთისთვის ისახება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი აბრეშუმის გზის განვითარების პროცესში, ასევე დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების განვითარების პროცესში.



მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო მიმართულებით ორმხრივ ინტერესს. მიხეილ ჯანელიძემ, ამ მხრივ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს შესაძლებლობებს, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად და სტაბილური, სანდო და გამჭირვალე ბიზნეს გარემოთი გახდა შესაძლებელი.



„თვის ბოლოს ყაზახეთს ეწვევა საქართველოს სავაჭრო მისია, რომელიც მოიკვლევს მეტ სავაჭრო შესაძლებლობებს არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ ყაზახეთს მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში და ჩვენ ასევე გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ყაზახეთის ბიზნეს წრეებსაც შეუძლიათ საქართველო მიიჩნიონ საიმედო პარტნიორად რეგიონში, რომელიც ეფექტურად ინტეგრირდება ევროპულ სივრცეში, განსაკურებით ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხების გაფორმების შემდგომ, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროსი“- განაცხადა მინისტრმა.



მინისტრებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ხალხთაშორისო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა, მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა.



ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საკანომდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.



ასევე ვიზიტის ფარგლებში ასტანას მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელთან დაკავშირებით კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგება ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი. საღამოზე დამსწრე სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართავენ საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა