საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკუთრების უფლება ერთ-ერთი
უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის.
მისივე თქმით, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიღებული გადაწყვეტილებით 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.
„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება"- განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება.

















