კონტროლის პალატის საქმიანობის რეიტინგმა ივნისში თებერვალთან შედარებით იკლო.
ასეთია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ
ჩატარებული კვლევის შედეგი.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - „როგორ შეაფასებდით საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას“, რესპონდენტების 1% პასუხობს „ძალიან კარგად“, 11% - „კარგად“, ხოლო 28% - „საშუალოდ“.
თებერვალში ამავე კითხვაზე პასუხი „ძალიან კარგად“ გამოკითხულთა 2%-მა, „კარგად“ - 17%-მა, ხოლო „საშუალოდ“ 32%-მა დააფიქსირა.
თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კონტროლის პალატის საქმიანობას „ცუდად“- 8, ხოლო „ძალიან ცუდად“ - 2% აფასებდა. ამავე წლის ივნისში კი, მაჩვენებლები შესაბამისად - 11% და 5 %-მდე გაიზარდა.
NDI-მ გამოკითხვა 4-22 ივნისს ჩაატარა. მთელი საქართველოს მასტაბით 6 299 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.
შეგასხენებთ, კონტროლის პალატას უკვე სახელი შეეცვალა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება.

















