„ლეიბორისტული პარტია“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს
(NDI) უნდობლობას უცხადებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, NDI-მ საზოგადოებას რეიტინგების სახით მორიგი სიყალბე გააცნო, რომელიც არჩევნების გაყალბებისკენაა მიმართული.
„ამერიკელმა კოლონიზატორებმა დღეს მორიგი სიყალბე გამოაცხვეს რეიტინგების სახით, სადაც მათი ვერაგული გეგმაა ასახული მომავალი არჩევნების გაყალბებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ვაშინგტონიდან მართული პოლიტ-აგენტების კვლავ დასამკვიდრებლად“ - განაცხადა ძაგანიამ და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ აშშ-ს მთავრობას საქართველოსთვის საარჩევნო თავისუფლების წართმევის გამო პროტესტს უცხადებს.
„მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკოლონიზაციის კომიტეტს, დაიწყოს განხილვა საქართველოს როგორც დე-ფაქტო ამერიკის კოლონიური ტერიტორიის შემდგომ ბედზე“- განაცხდა ძაგანიამ.

















