ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, 2012 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ჯარის საქმიანობას
გამოკითხულთა 57% დადებითად ფასებს.
ამასთან, შეიარაღებული ძალების საქმიანობას გამოკითხულთა 16% „ძალიან კარგს“ უწოდებს, ხოლო 41% - „კარგს“, რესპოდენტების 24 %-ის აზრით კი, ქართული ჯარის საქმიანობა „საშუალოა“.
გამოკითხულთა 14%-ს პოლიცია ძალიან მოსწონს, 44%-ს მოსწონს, 23 %-ს კი, საშუალოდ.
რესპოდენტთა 8% მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ძალიან კარგად“ მუშაობს, 35% - პასუხობს, რომ უწყების მუშაობა „კარგია“, ხოლო 29% შსს-ს საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 8% „ძალიან კარგს“, ხოლო 29 % - „კარგს“ უწოდებს. რესპოდენტების 32% კი, ფიქრობს, რომ პარტიის საქმიანობა „საშუალოდ“ შეიძლება შეფასდეს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობა ძალიან მოსწონს - 11%-ს, მოსწონს - 29%-ს, გამოკითხულთა 23% კი, მიიჩნევს, რომ კოალიციის მუშაობა „საშუალოა“.
კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა და მთელ საქართველოში 6 299 ადამიანი გამოიკითხა.

















