logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს
23:16 14.05.2018
ვიცე-პრემიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ROADMAP2EU კონცეფციას წარადგენს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დოკუმენტის კონცეფციას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

უწყების ინფორმაციითვე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა დაეყრდნობა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
• ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;
• ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;
• დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია;
• ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში;
• ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება;
• „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება;
• საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრო ბოკომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები. საგზაო რუკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართოდ იქნებიან ჩართულნი, საქართველოს პარლამენტი, ასევე აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის და ახალი შესაძლებლობების მიღწევის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების დაწყების შესახებ. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა