logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა
ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა
23:10 14.05.2018
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა - მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი.



“ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის, უმრავლესობის წევრებს შორის, თუმცა არსებობს, ასევე, რესურსი იმისათვის, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ გვინდა, რომ თვის ბოლომდე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკვე მოვამზადოთ კანონპროექტი, დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, მთავარი ამოცანა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტი ამ პრინციპებს დაეფუძნება.



„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ზოგადი პრინციპები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკომოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაუფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენს მიერ. კიდევ ერთხელ, არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ასევე არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი და ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



რაც შეეხება მარიხუანის ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ესეც ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.



„ესეც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რაიმე პოზიციის დაფიქსირება ერთი ან მეორე მიმართულებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა