საქართველოს პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ
დაამტკიცა რომ მისი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატის გაძლიერება და ჩვენიქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა.
დეპუტატის განცხადებითვე, ეს გამოიხატა როგორც 11მაისის ღონისძიების დროს, ასევე გუშინდელ აქციაზე.
„შსს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე სიტყვისა და აზრისა გამოხატვისუფლების ზედმიწევნით დაცვა! ამ ორი უფლების უნაკლო დაცვა, ჩვენს სახელმწიფოს თითქმის არასდროს გამოსვლია ერთდროულად. მუდმივადირღვეოდა და ფეხქვეშ ითელებოდა უსაფრთხოების დაცვის იმპულსით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ჩემი აზრით გუშინდელი დღისშემდგომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ამტემპით და პრინციპების დაცვით საქართველო ძალიან მალე, ამაყად, დაიბრუნებს თავის ისტორიულ ადგილს, დემოკრატიულ, ევროპულსახელმწიფოთა შორის“-აცხადებს ზარდიაშვილი.

















