logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიუროს სხდომაზე 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს
ბიუროს სხდომაზე 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს
16:51 14.05.2018
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.



როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში, კანონმდებლები 40-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს საორგანიზაციო საკითხები გააცნო. ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.



პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიცირებულია პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი "ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ" ადგილობრივი თვითმმარველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე.



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ზაზა გაბუნიამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.



"საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, ე.წ. უტრეხტის ოქმს, რომელიც არის 2009 წელს მიღებული და რომელიც აქცენტს აკეთებს მოქალაქეების მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.



ეს არის ოქმი, რომელსაც შეუერთდა მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოებისა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს რატიფიცირება ამ ოქმის, მით უმეტეს იმ დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით, სადაც სწორედ ეს საკითხი, ეს რეფორმა, კონცეპტუალურად, ერთ-ერთი სვეტის სახით ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს აქტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობითი სისტემა",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



ბიუროს შემდეგი სხდომა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 16 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა