პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, უწყებათაშორი კომისია ყველა ზომას მიმართავს, რომ „ქართული ოცნების“
მასშტაბური აქციები პროვოკაციის
გარეშე ჩატარდეს.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებათაშორის კომისიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიებისთვის ქცევის დეკლარაციის მიღებაზე საუბარი არ ყოფილა.
„კომისიის სხდომაზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ ზაქარია ქუცნაშვილი და თეა წულუკიანი წარმოადგენდნენ, დიდი დრო დაეთმო კარალეთში მომხდარ ინციდენტს. შედგა შეთანხმება, რომ მომავალში კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ კოალიციის მასშტაბური აქციები პროვოკაციის გარეშე ჩატარდეს“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, უწყებათაშორის კომისიაზე გორის აქციაზეც იმსჯელეს, რომ მას ექსცესების გარეშე ჩაევლო.
გორში „ქართულის ოცნების“ აქცია გორში გუშინ გაიმართა.

















