პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აუდიტის სამსახურთან დიალოგის გამართვაზე მზადაა, თუ მონიტორინგის სამსახური მათ ნდობას მოიპოვებს.
როგორც დღეს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, გასულ კვირას, კოალიციის ლიდერები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდნენ, სადაც ამ უკანასკნელმა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგისა და სამომავლოდ „თამაში წესების“ განსაზღვრის სურვილი გამოთქვა.
„ბეჟაშვილის ამ ინიციატივას მივესალმებით, თუმცა, დიალოგი, რომ შედგეს აუცილებელია მონიტორინგის სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ კოალიციის ნდობა მოიპოვონ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრეს-სპიკერის თქმით, მოგელაძემ უნდა შეწყვიტოს საქმეების რეალურად განხილვის გარეშე ჯარიმების გამოწერა და უარი თქვას წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრზე იმის შესახებ, რომ კოალიცია და ყველა ის პირი და კომპანია, ვისაც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა სურს, დამნაშავეა.

















