logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
14:21 12.05.2018
ლისაბონში, საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.


კონსულტაციებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი პედრო კოშტა პერეირა უძღვებოდა. მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.


დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ამ თვალსაზრისით, გამოიკვეთა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა. მხარეები მიესალმნენ საქართველოს და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს (Portuguese industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)), ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ, ასევე პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურებას.


ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელსაც დიდწილად, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება განაპირობებს. ცენტრი არა მხოლოდ ხელს უწყობს პორტუგალიური ენის შესწავლას, არამედ, საქართველოში ლუზოფონური კულტურის გავრცელებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას ემსახურება.


კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო ურთიერთთანადგომის მზაობა გამოხატეს.



მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული გარემო; მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პორტუგალიის მონაწილეობისთვის.


კონსულტაციებისას, ვრცლად იქნა განხილული საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხები და ევროკავშირთან დაახლოების შემდგომი ნაბიჯები. პორტუგალიური მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას.


საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მომავალ სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაღალ დონეს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის როლზე და ამ კონტექსტში, ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის ასპექტებზე.



მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.



პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სახელმწიფო მდივანს ტერეზა რიბეიროს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა პორტუგალიის მთავრობის დადებითი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.



ასევე შედგა ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რეჟინა ბაშტოშთან. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებაზე. კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით, ქვეყნის მოწინავე პოზიციას.



საქართველოს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის გათვალისწინებით საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ორგანიზაციის აღმასრულებელი სამდივნოს გენერალურ დირექტორთან ჯორჯინა ბენროს დე მელოსთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის დაინტერესება და მზაობა თანამეგობრობასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა