ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის
შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ სერგეენკომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად მისი სავარაუდო დასახელების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა.
„უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ კანდიდატი დასახელდება ზაფხულში, ივლისი, აგვისტოს დასაწყისში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ წუთის მდგომარეობით ამაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს“- განაცხადა სერგეენკომ.

















