თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული კალიგრაფიის შესახებ სამეცნიერო კონფერენცია და კონკურსი
„ქართული კალიგრაფია 2018“ ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს საელჩოს, თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტისა და ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს სიმბოლურად გადაეცათ საქართველოს საელჩოს მიერ დამზადებული სიგელები.
ღონისძიება დედა ენის დღესა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს მიეძღვნა.

















