logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა შვედეთის რიკსდაგის წევრს  შეხვდა
თამარ ხულორდავა შვედეთის რიკსდაგის წევრს შეხვდა
15:32 11.05.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა შვედეთის რიკსდაგის წევრს, ფრედრიკ ერიკსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე. სტუმარი კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობით დაინტერესდა. თამარ ხულორდავამ სტუმარს კომიტეტის სამოქმედო გეგმა და 2017 წლის საქმიანობის ანგარიში გაუზიარა.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა შვედეთის, როგორც აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის, მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ფრედერიკ ერიქსონი ევროსკეპტიკოსია და მისი განსაკუთრებული ინტერესი იყო გაეგო, თუ რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში წევრობა.

"საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სწორედ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ მივისწრაფით. წარმატებები გვაქვს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის სახით, მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს ცხოვრების უკეთეს სტანდარტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, თავისუფალი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას, უფრო მყარ ინსტიტუტებს, უფრო განვითარებულ ეკონომიკას, უკეთეს გარემოს, უკეთესი ხარისხის პროდუქტს და სოციალური დაცვის უკეთეს სისტემას. ევროკავშირი სწორედ ამ სტანდარტებთან ასოცირდება და ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჩვენთვის", - განაცხადა შეხვედრაზე თამარ ხულორდავამ.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოს პარლამენტში. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მქონდა შესაძლებლობა განმეხილა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული და მიმდინარე რეფორმები. მხარს ვუჭერ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებ ქართველ ხალხს!", - განაცხადა ფრედრიკ ერიკსონმა.

თამარ ხულორდავამ სტუმარს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქარველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და მისი იმიჯის სწორად წარმოჩენაში დახმარება სთხოვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა