logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე - შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია
სოფო კილაძე - შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია
15:06 11.05.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

როგორც მომხსენებელმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გამშვებ პუნქტებზე ქართველ მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუ მას წესრიგში არა ექნება პასპორტი, ვერ დაასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება.

"პირველ რიგში, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს კანონში. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუ მას წესრიგში არა აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით უკვე აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები და შემოთავაზებული ცვლილებებით იგივე უფლებებით აღიჭურვებიან ჩვენი პოლიციელებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ასევე დასჯადი ხდება ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ, შეიცავს ტრეფიკინგის რისკებს.

"ამის მიზანია, ჩვენი მხრიდან შესრულებული იყოს ის ვალდებულებები, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების დროს. ამ ცვლილებების მიზანია, დაცული იყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები, რომელიც კანონმდებლობის და მგზავრობის წესების სრული დაცვით სარგებლობენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირთან შენგენის ზონაში", -აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, ეს არ ეხებათ უკვე ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ევროინტეგრაცია და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაექებისთვის უდიდესი მონაპოვარია.

"ჩვენ ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ამ მონაპოვრის გზაზე დადგება, ვალდებული ვართ ადეკვატურად ვუპასუხოთ", - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო იცავს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. "თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემური. იმისთვის, რომ მოვხსნათ ორმაგი და სამმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობა, უნდა ვიმუშაოთ, რათა კანონში გასწორდეს ყველა შესაბამისი ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. არ შეიძლება შევზღუდოთ ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან და რომლებიც ემიგრაციიდან გვერდით უდგანან თავის ქვეყანას", - განაცხადა სოფო კილაძემ.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით სამინისტროსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობა.

"ჩვენ უკვე დავასრულეთ ელექტრონული მოდულის პროექტი, რაც გულისხმობს ყველა იმ აპლიკაციის და განცხადების ელექტრონიზებას, თუ ოდესმე დევნილს მოუმართავს სამინისტროსთვის. ეს პროგრამულად დამუშავდა და მიერთებული არის იუსტიციის სამინისტროს ბაზებთან", -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მისი თქმით, ზუსტდება ცალკეული მუხლები და აღმოიფხვრება არსებული ხარვეზები, რაც ხელს შეუწყობს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას.

მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება "მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ასეთივე კანონპროეტზე უკვე მუშაობს იურიდიული კომიტეტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა