ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ამა წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს
პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეიტინგმა იკლო, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი გაიზარდა.
ასეთია NDI-ის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაციას დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
კვლევის შედეგების თანახმად, თუ 2012 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 70%-ს მოსწონდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 58 %-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ივანიშვილს, თებერვალში კითხვას მოგწონთ თუ არა ივანიშვილი, დადებითად 40% -მა უპასუხა, ხოლო ივნისის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 46% პროცენტს შეადგენს.
მოწონების მაღალი მაჩვენებელი - 60% აქვს თბილისის მერს გიგი უგულავას, თუმცა, თებერვალში მისი რეიტინგი 68 % იყო.
რაც შეეხება საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს NDI -ის თებერვლის კვლევაში ის გამოკითხულთა 63%-ს მოსწონდა, ხოლო ივნისის მონაცემებით, იგი 55 %-მდე შემცირდა.
კვლევა NDI-მ 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩაატარა. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 299 რესპოდენტი გამოიკითხა.

















