ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-
აირესში), ირაკლი ყურაშვილმა ეკვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტს, მარია ალეხანდრა ვიკუნიას და ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხოსე ლუის ხაკომეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, შედგა საუბარი ელჩსა და ქალბატონ ვიკუნიას შორის. ეკვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოსთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი გამოხატა ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში.

















