საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის
თავმჯდომარედ დაბრუნებით რეფორმების ახალი ტალღა დაიწყება.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭო მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
„ამ მომენტიდან დაიწყება ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალი ტალღა, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. საჯარო პოლიტიკის შემუშავების, მასზე მსჯელობის პროცესი კიდეფ უფრო გადმოინაცვლებს პარტიაში და პოლიტიკური საბჭო აქტიურად დაეხმარება ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს იმ გადაწყვეტილებების დამუშავებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათზე, მთაწმინდაზე კლუბ „ანდერვილში“ პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

















