logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3 თვის საბიუჯეტო შესრულებით კმაყოფილი ვარ
ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3 თვის საბიუჯეტო შესრულებით კმაყოფილი ვარ
17:31 10.05.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.



„ჩვენ გასულ წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა დაგეგმილ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ, 2017 წლის ბოლოს პროგნოზი შევცვალეთ და 4,5 პროცენტით განვსაზღვრეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტი მივიღეთ. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ქვეყანაში საკმაოდ აქტიურია. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5 პროცენტს გადააჭარბა და 5,2 პროცენტი შეადგინა. ხოლო მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 5,6 პროცენტის ფარგლებში იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს და თებერვლიდან მიზნობრივი ინფლაციის უფრო დაბალი მაჩვენებლით განისაზღვრა.



მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საგარეო სექტორის რამდენიმე მიმართულებაზე. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმა 23, 3 პროცენტი შეადგინა, ექსპორტის გაიზარდა 28 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდამ 21, 6 პროცენტი შეადგინა. მისი განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირთან ვაჭრობა 27, 6 პროცენტით არის გაზრდილი.



გიორგი კაკაურიძემ ტურიზმის მიმართულებით არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზრდის ტენდენცია წელსაც ნარჩუნდება და ვიზიტორთა მაჩვენებელში 15, 6 პროცენტიანი ზრდაა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის ბიუჯეტში, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, 28,8 პროცენტით არის გაზრდილი.



გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა პარამეტრი, კერძოდ კი, შემოსავლები, გადასახადები, გრანტები და სხვა, შემოსავლებით დაგეგმილზე ბევრად გადაჭარბებით შესრულდა.



მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს მოკლედ გააცნო ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, მთლიანობაში ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება ციფრები, რომლებიც პროექტების შესრულების მაღალ პროცენტს აჩვენებს.



„როდესაც ბიუჯეტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, სახეზე გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან პროექტების შესრულების მაღალი მაჩვენებლი, რომელიც გამოსახულია მაღალ პროცენტებში, თუმცა არის რამდენიმე მიმართულება, სადაც საჭიროა გააქტიურებაც“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზები პროცედურული ხასიათისაა და დონორებთან მოლაპარაკების საფუძველზე უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. კომიტეტმა 2018 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილებას“ დოკუმენტი განიხილეს.



სარატიფიკაციო ხელშეკრულება კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.



მისი განმარტებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს ხელი მოეწერა საქართველოს 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად „ურბანული პროექტების გაუმჯობესების პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე.



ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა იყოფა ტრანშეებად ყოველ ცალკეულ საინვესტიციო პროექტზე ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით.



პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას საქართველოს 7 ტურისტულ და ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებებში, მესტია, ანაკლია ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული. 2016 წელს პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით აღნიშნულ დასახლებებს დაემატა აბაშა, ბაკურიანი, გუდაური, ჯვარი, ჭიათურა, ბოლნისი, და თელავი. ამჟამად გამოყოფილია 6 პროექტი, ჯამური ოდენობით დაახლოებით 500 მილიონი დოლარი.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართეს თხოვნით 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დახურვის ვადის თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თხოვნით, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის გადაწევა უნდა მოხდეს 2019 წლის 30 სექტემბრამდე.



კომიტეტის წევრებმა დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილის გაცვლი გზით დადებული შეთანხმება განიხილეს.



დოკუმენტი კანონმდებლებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ წარუდგინა.



ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი წერილი ეფუძნება 2014 წლის 18 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიზანია ორ მთავრობას შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განხორციელებისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მლნ ჩინური იუანის (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარების გამოყოფა; რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი გრანტის აუთვისებელი თანხიდან (დაახლოებით 760,000 ჩინური იუანი) საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დაფინანსებას.



შეთანხმების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობას, თელავსა და სენაკში. თითოეული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ განყოფილებას, კრიზისული ინტერვენციის განყოფილებას, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურების განყოფილებას, სტაციონალურ განყოფილებას 30 საწოლზე, საოფისე და აპარატურის ოთახებს და აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობებითა და აპარატურით.



მომხსენებლის განცხადებით, ჩინეთის მხარე პასუხისმგებლობას იღებს პროექტის დიზაინზე; უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებას; ასევე საჭირო რაოდენობის ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალის საქართველოში გამოგზავნას, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.



შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის, მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში; უზრუნველყოს პროექტის ტერიტორიაზე, მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟი და სამშენებლო ობიექტების გაწმენდა, განახორციელოს მუნიციპალური პროექტები, დაეხმაროს ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში; ასევე, დახმარება გაუწიოს ჩინეთის მხარეს, პროექტისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობის, მასალის და ჩინელი ინჟინრებისა და ტექნიკური პერსონალის საყოფაცხოვრებო ნივთების განბაჟებასთან და შემოტანასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ნივთების ნებისმიერი ტიპის საბაჟო და საგადასახადო გადასახდელებისგან განთავისუფლება; უზრუნველყოს ჩინეთის მხარის საცხოვრებელი ტერიტორიისა და პროექტის სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოება; ტერიტორიის გამწვანება პროექტის მიწის ფართობზე.



საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულებების უზრუნველყოფა მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის შესაბამისი წლის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.



„წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას, ფსიქიატრიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებების გზით და ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა